პროდუქტის აღწერა
პროფესიონალური ავტოსკანერ MUCAR 783BT-ის შესაძლებლობები:
• ყველა სისტემის სრული დიაგნოსტიკა (Full System Diagnostic): კითხულობს და შლის შეცდომის კოდებს (DTC) ავტომობილის ყველა ელექტრონულ ბლოკში, მათ შორის: ძრავი (ECM), ავტომატური გადაცემათა კოლოფი (TCM), მუხრუჭების ანტიბლოკირების სისტემა (ABS), უსაფრთხოების ბალიშები (SRS), კლიმატ-კონტროლი, მულტიმედია და სხვა.
• ორმხრივი მართვა და აქტიური ტესტები (Bidirectional Control / Active Tests): საშუალებას გაძლევთ გააგზავნოთ ბრძანებები პირდაპირ სკანერიდან ავტომობილის სხვადასხვა მექანიზმების შესამოწმებლად (მაგალითად: საწვავის ტუმბოს ჩართვა/გამორთვა, კონდიციონერის კომპრესორის ტესტირება, ვენტილატორების მუშაობის შემოწმება, კარების ბლოკირება და ა.შ.).
• 28+ სერვისული ფუნქცია (Reset Functions): მხარს უჭერს ყველა პოპულარულ სერვისულ პროცედურას, როგორიცაა:
• ზეთის შეცვლის ინტერვალის განულება (Oil Reset)
• ელექტრონული მუხრუჭების გაშვება კალოდკების შესაცვლელად (EPB)
• საჭის კუთხის დაკალიბრება (SAS)
• ABS მუხრუჭების გამოტუმბვა/ჰაერის გამოდევნა (ABS Bleeding)
• ახალი აკუმულატორის რეგისტრაცია (BMS)
• ფარსონკების კოდირება (Injector Coding) და მრავალი სხვა.
• მონაცემები რეალურ დროში (Live Data Stream): გრაფიკების სახით აჩვენებს დათვალიერებადი სენსორების მუშაობას რეალურ დროში, რაც ამარტივებს ფარული დეფექტების პოვნას.
• AutoVIN ფუნქცია: ავტომატურად ცნობს ავტომობილის VIN კოდს და მომენტალურად ახდენს მარკისა და მოდელის იდენტიფიცირებას ხელით შეყვანის გარეშე.
• ახალი პროტოკოლების მხარდაჭერა (CAN FD და DoIP): აპარატურულად თავსებადია თანამედროვე და უახლეს ავტომობილებთან (მაგალითად: GM, BMW, Land Rover და ა.შ.).
• მოსახერხებელი და უსადენო მუშაობა: მუშაობს მძლავრი Bluetooth ადაპტერის საშუალებით. თავად პლანშეტი აღჭურვილია Android 10.0 სისტემით, 7-ინჩიანი HD ეკრანით და დარტყმაგამძლე კორპუსით.
• უდიდესი ბაზა: მხარს უჭერს 100-ზე მეტ ავტომობილის ბრენდს (ამერიკული, ევროპული, აზიური მოდელები 1996 წლიდან დღემდე).